საზოგადოება
ჯავახეთში ავტომანქანებისთვის შეზღუდვები აღარ მოქმედებს
დიდთოვლობის, ნამქერებისა და ქარბუქის გამო, სამცხე-ჯავახეთში ავტომობილებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალქალაქი-კარწახის გზაზე, კიროვაკანი-კუმურდოს მიმართულებით, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ, მოძრაობა აღდგა სომხეთისა და თურქეთის საზღვრების მიმართულებით.

ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა ფარავანი-ნინოწმინდის მონაკვეთზე.
| Print |