საზოგადოება
ახალციხეში ყინვები გრძელდება
12 იანვრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიდარებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, ძირითადად უნალექო ამინდი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 6 დეკემბრის ჩათვლით შენარჩუნდება.

ახალციხეში უახლოესი დღეების პროგნოზი ასე გამოიყურება:

13 იანვარს ღამით მოსალოდნელია ყინვა მინუს ოთხი გრადუსი, ხოლო დღისით პლიუს 5.

14 იანვარს ღამით მოსალოდნელია ყინვა მინუს 6 გრადუსი, ხოლო დღისით პლიუს 5.

15 იანვარს ღამით მოსალოდნელია პლიუს 1 გრადუსი, ხოლო დღისით პლიუს 5.

16 იანვარს ღამით მოსალოდნელია ყინვა მინუს 6 გრადუსი, ხოლო დღისით პლიუს 6.

ღრუბლიანი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება 12 იანვარს ახალციხეში. ტემპერატურა ღამით მინუს 5-ს, ხოლო დღისით პლიუს ხუთს მიაღწევს.
| Print |