საზოგადოება
ახალციხეში დროშა ომში დაღუპულის შვილმა აღმართა
ახალციხეში სახელმწიფო დროშის დღე აღნიშნეს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დროშა ომში დაღუპული სამხედრო ექიმის, გიორგი ჯაფარიძის შვილმა აღმართა.

სახელმწიფო დროშის დღე მოსახლეობას მიულოცეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ახალციხის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ.

ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“ რამდენიმე სიმღერა შეასრულა.

ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს რეკომენდაციით, დროშა - როგორც სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის, ეროვნული და პიროვნული თავისუფლების სიმბოლო, ახალციხეში მოქალაქეებმა საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა სახლებიდან გამოფინეს.

| Print |