საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ქ. ახალციხეში რუსთაველის, 9 აპრილის ქუჩებზე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე, სოფელ ღრელში.

12:30-დან 17:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურს.

11:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებს ლელოვანი, ღორძე, სამყური, ამხერი.

11:30-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაჯადია, ორჯა, ოლავერდი, კოჩიო და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |