საზოგადოება
ბინა, სადაც აფეთქება მოხდა მთლიანად დანგრეულია
4 გარდაცვლილი და 8 დაშავებული - ასეთია 16 იანვარს, დაახლოებით 20:30 წუთზე, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარი ახლადაშენებული კორპუსის აფეთქების შედეგი.

ძლიერი აფეთქების შედეგად დაზიანდა მეზობელი შენობებიც. პირველადი მონაცემებით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ აფეთქებამდე, გაზის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ ყაზტრანსგაზის კომპანიის წარმომადგენლებმა შენობაში ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

აფეთქებიდან მალევე სამართალდამცველებმა შენობა დაატოვებინეს არამხოლოდ ამ კორპუსის, მეზობელი შენობების მაცხოვრებლებსაც.

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა, სადაც სტუმრებთან ერთად სამი მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა.

ამ დროისათვის, საავადმყოფოში მხოლოდ ერთი მცირეწლოვანი რჩება, დანარჩენი 7 პაციენტი მედიკოსებმა უკვე გაწერეს.
| Print |