საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ასპინძასა და აბასთუმანში დენი გაითიშება.

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 12:30-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ოშორა, ოთა.

13:00-დან 15:00 საათამდე - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს სხვილისი, დიდი პამაჯი, საძელი, ივლიტა, ხაკი და მიმდებარე სოფლებს. 11:00-დან 17:00 საათამდე - დაბა აბასთუმანში ფალიაშვილის, ასათიანის, რუსთაველის ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |