Error
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბორჯომსა და ბაკურიანში 57 ობიექტი შეამოწმა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა, ზამთრის კურორტებზე - დაბა ბაკურიანსა და ბორჯომში საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს.

სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა 57 ობიექტში, აქედან 33 დაჯარიმდა სხვადასხვა დარღვევისათვის (ეტიკეტირება, მიკვლევადობა, ვარგისიანობის ვადა), ხოლო 7 შემთხვევაში გამოვლინდა შეუსაბამობები, რის გამოც ობიექტებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი, თუმცა, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისა და გადამოწმების შემდეგ ბიზნესოპერატორები კვლავ განაგრძობენ საქმიანობას.

საზოგადოებრივი კვების ობიექტის სახელმწიფო კონტროლის დროს მოწმდება სამზარეულოს სანიტარიულ -ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ვარგისიანობა, მისი შენახვისა და რეალიზაციის პირობები, ვარგისიანობის ვადა, ტემპერატურული რეჟიმი, მიკვლევადობა, ეტიკეტირება და სხვ.

„ტურისტული სეზონის გააქტიურებასთან ერთად, მნიშვნელოვანია მომხმარებლის, ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების ინტერესების დაცვა პოპულარულ ზამთრის კურორტებზე. ამ მიზნით, უკვე მეორე წელია როტაციის პრინციპით ტარდება შემოწმების პროცესი და მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება“, - განაცხადა თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბასილაძემ.
| Print |