საზოგადოება
NDI-ის მორიგი კვლევა გამოქვეყნდა
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოკითხული მოსახლეობის 62 % თვლის, რომ დასაქმებული არ არის.

34% თავს უმუშევრად მიიჩნევს, 37% კი ფიქრობს, რომ კარგი სამსახურის დასაწყებად ნაცნობობაა საჭირო, ხოლო 23% –ს მიაჩნია, რომ პროფესიონალიზმი და სამუშაო გამოცდილება ამისთვის საკმარისია.

რაც შეეხება პოლიციის საქმიანობასა და ქვეყანაში კრიმინოგენურ მდგომარეობას,  43% მიიჩნევს, რომ ვითარება საქართველოში გაუარესდა,  18 % კი ფიქრობს, რომ გაუმჯობესდა.

პირველ სამეულში ჩადენილი დანაშაულების რიცხვი გამოკითხული მოსახლეობის მიხედვით ასე გამოიყურება:

ნარკოდანაშაული 25%,
ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა – 21 %
ავარია – 20 %
და მკვლელობა 14 % –ით.


60% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, მიმართვით კი მხოლოდ 5 % მიმართავს.

ქვეყნის მიმართულება და აღებულ კურსი, 44 %–ის აზრით, სწორი გზით მიდის, ევროკავშირისა და ნატოს მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.






რაც შეეხება მედიას და ინტერნეტს:

გამოკითხული მოსახლეობის 64 % ფიქრობს, რომ ტელევიზიით დეზინფორმაცია ვრცელდება. 54% კი ინტერნეტს ყოველდღე მოიხმარს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.

NDI-ის კვლევები ხელმისაწვდომია: www.ndi.org/georgia-polls

| Print |