საზოგადოება
ახალციხეში საქველმოქმედო ფონდი დაარსდა
სამცხე–ჯავახეთში საქველმოქმედო ფონდი „ერთად შევძლებთ“ დაარსდა. პირველი მრავალპროფილიანი ორგანიზაცია რეგიონის მაცხოვრებლებს დაეხმარება.

ფონდი 10 მმართველი წევრისგან შედგება, რომლებიც ბიუჯეტის მიზნობრივ ხარჯვასა და ბენეფიციარების მოძიებაზე იზრუნებენ.

საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რომელსაც ბიზნეს სექტორის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოქალაქეები დაესწრებიან.

ახალციხის 15 მაღაზიაში ფონდის შესაწირი ყუთები განთავდება.

,,საზოგადოებამ უნდა იცოდეს სად იხარჯება მათ მიერ შეწირული თანხა, ამიტომ თვის ბოლოს ანგარიშს აუცილებლად ავტვირთავთ ჩვენს გვერდზე, რათა გამჭვირვალობა დაცული იყოს“ - ამბობს ბიძინა გოგოლაძე.

ფონდში შესული თანხით იმ პირებს დაეხმარებიან, რომელებიც სოციალურ დაცვას, ადაპტაციას ან სამედიცინო დახმარებას საჭიროებენ.

საქველმოქმედო ფონდს საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი, სადაც ნებისმიერ მსურველს თანხის გადარიცხვა შეუძლია.

თიბისი ბანკი GE58TB7279736080100003

| Print |