20 თებერვლამდე ცვალებადი ამინდია ნავარაუდევი
სინოპტიკოსები 20 თებერვლამდე საქართველოს გარკვეულ რეგიონებში ამინდის გაუარესებას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ცნობით, თბილისში ქარის სიჩქარე 20-25 მეტრი/წამში იქნება.
„დღეს დასავლეთ საქართველოში წვიმს და წვიმიანი ამინდი ხვალაც გაგრძელდება, თუმცა რიგ რაიონებში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუმჯობესდება.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ქარი, 20-25 მეტრი/წამში. თბილისს რაც შეეხება, მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი, 20-25 მეტრი/წამში, რომელიც ხვალიდან 19 თებერვლამდე გასტანს“, - განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.
რაც შეეხება ახალციხეს, აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 20 თებერვლის ჩათვლით, მოსალოდნელია როგორც წვიმა და თოვლი, ასევე მზიანი ამინდები.
ღამით ყინვა მინუს 1-დან მინუს 8 გრადუსამდე იმერყევებს. კვირის ბოლოს კი გამოიდარებს.