გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ახალციხის და ახალქალაქის სოფლებში დენი გაითიშება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში სვირი, ბოგა, ანი, ჭვინთა და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფელ სირკვაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.