საზოგადოება
საპირფარეშო, სახურავი, სპორტული მოედანი - რა აწუხებთ სკოლებში
ახალციხის საჯარო სკოლის დირექტორებს მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე, რესურს ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომლებიც სკოლებში ყველაზე მეტად აწუხებთ. სველი წერტილები, შენობის სახურავები, გათბობა, სპორტული მოედნები და ეზოები - ეს არის საკითხები, რომლებიც ახალციხის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტულია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო სკოლიდან 31 სოფლისაა. ნაწილში წყლის და საკანალიზაციო სისტემა არ არის, შესაბამისად დირექტორები ამბობენ, რომ საპირფარეშოები შენობის გარეთ აქვთ.

თვითმმართველობასთან ერთად შერჩეულ პროექტები ცენტრალური, ადგილობრივი და სკოლის ბიუჯეტიდან ერთობლივად დაფინანსდება. ახალციხის მერის თქმით, ამ ეტაპზე არ იციან რა თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, თუმცა ცნობილია, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად ცენტრალური ბიუჯეტიდან 760 000 ათასი ლარია გათვალისწინებული.

სკოლების ინფრასტრუქტურის მოწყობის პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტებს 2018 წელს დაეკისრათ.

| Print |