საზოგადოება
სისხლის უანგარო დონაცია ახალციხეში
22 თებერვალს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (კოსტავას ქუჩა #18) , დილის 11:00 საათიდან - 17:00 საათამდე ჩატარდება სისხლის უანგარო დონორის აქცია.

აქცია იმ ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის ტარდება, რომლებიც მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკაში მკურნალობენ.

ყველა დონორს უფასოდ ჩაუტარდება შემდეგი ანალიზები: სისხლის ჯგუფი და რეზუს ფაქტორი, C ჰეპატიტი, B ჰეპატიტი, აივ ინფექცია და სიფილისი.

აქციას მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსთან არსებული სისხლის ბანკი ჩაატარებს.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 60 წლამდე თუ:

• თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
• არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C,
• სიფილისი, ტუბერკულოზი;
• არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
• არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
• არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში:

• არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
• არ გაგიკეთებიათ ტატუ;
• არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
• ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.

წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
| Print |