საზოგადოება
12 მარტამდე უნალექო და მზიანი ამინდი იქნება
საქართველოში 12 მარტამდე უმეტესად უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში ამბობენ, რომ 4 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში კი 20 გრადუსს მიაღწევს. 

"დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. ამაღამ ტემპერატურა 0 - +5 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ზოგან -4 გრადუსი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იქროლებს სუსტი ქარი. ბარში ღამით 0-5 გრადუსის ფარგლებში იქნება ტემპერატურა, ხოლო დღე 5-10 გრადუსის ფარგლებში.
შიდა ქართლში ყინვაა მოსალოდნელი -9 - -10 გრადუსის ფარგლებში. მთაში და მაღალ მთაში ტემპერატურა -10- -15 გრადუსის ფარგლებში, ხოლო დღისით +2 - +3 გრადუსი იქნება. თბილისში უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ღამით -3, ხოლო დღისით 9 გრადუსი
“, - აცხადებენ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.
| Print |