Error
საზოგადოება
შვიდი წელი ახალციხის ტბის გახსნიდან
2012 წელს ახლადგახსნილ ხელოვნურ ტბაზე, ყინვისგან დაზიანებული შადრევნებისა და სცენის გამოცვლა იგეგმება, დაზიანებული საპირფარეშოები კი გასულ წელს აღადგინეს. ტბაში, რომლის წლიური ბიუჯეტი 53 000 ლარია, ორი წლის წინ ორი სახეობის 50 000 ცალი ლიფსიტა გაუშვეს.



ტბის რეაბილიტაცია 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ყოველთვიურად მის განათებაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 500 ლარამდე თანხა იხარჯება. ააიპ-ში ამჟამად 7 თანამშრომელი მუშაობს, რომელთაც ძირითადად ტბის ტერიტორიის დაცვა, გათიბვა, მისი მოვლა-პატრონობა და ქვეწარმავლების წინააღმდეგ ბრძოლა ევალებათ.



ტბაზე ამფითეატრია განთავსებული, რომელიც 400 ადამიანზეა გათვლილი.



2018 წლის იანვარში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ახალციხის ტბა გაერთიანდა, რომელსაც ახალციხის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგება და წყალანირება ეწოდა. ააიპის ხელმძღვანელი ჯემალ გიორგაძის თქმით, ადმინისტარციული შენობის მარცხენა სანაპიროზე ნავსაყუდელის მოწყობა იგეგმება.



ახალციხის ტბას ორი წყლის ველოსიპედი და ხუთი ნავი ემსახურება. წყლის ველოსიპედით გასეირნება საათში 5 ლარი ღირს.



ახალციხის ტბა ყველაზე მოთხოვნადი ზაფხულის პერიოდშია, როცა ადგილობრივები და ჩამოსული დამსვენებლები ვარჯიშობენ, სეირნობენ და თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ატარებენ.






| Print |