Error
საზოგადოება
ახალციხის მერიამ რვა მარტი მრავალშვილიან დედებს მიულოცა
ახალციხის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიან დედებს მიულოცა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტში ყველა ის ოჯახში მივიდნენ, სადაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავთ. ასეთი 35 ოჯახია.

მრავალშვილიან დედებს ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.

ინიციატივა მერიის კულტურის სამსახურს ეკუთვნის.

| Print |