საზოგადოება
სოფელ ზიკილიაში პირუტყვს იპარავენ
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ზიკილიაში ადგილობრივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ეკარგებათ.


რობერტ გაჩეჩილაძემ მეწველი ძროხა რვა მარტს დაკარგა. სოფლის მაცხოვრებელი ვარაუდობს, რომ საქონელი მოპარეს.

მოსახლეობა ამბობს, რომ ეს პირუტყვის დაკარგვის პირველი შემთხვევა არ არის. საძოვარზე გარეკილი საქონელი უკან აღარ ბრუნდება.

საქონლის ქურდობის შესახებ ინფორმირებულინი არიან სამართალდამცველები.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


| Print |