საზოგადოება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ახალციხეში, ადიგენსა და ბორჯომში დენი გაითიშება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 მარტს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა, აგარა, მუგარეთი, ფერსა, თისელი.

11:00-დან 18:00 საათამდე - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში.

13:00-დან 14:30 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომი შანიძის, თამარ მეფის, რობაქიძის, ვაჟა ფშაველას, ხანძთელის და მიმდებარე ქუჩებზე, რუსთაველის მოედანზე.

13:00-დან 14:00 საათამდე - სოფლებს ახალდაბა, რველი, ყვიბისი, ზანავი, ვარდგინეთი, ბეშეთი.

15:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ცემი, წაღვერი, მზეთამზე, პატარა მიტარბი, ტიმოთესუბანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
| Print |