სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში საქართველოს პარლამენტარიზმის 100 წლისთავს აღნიშნავენ
18:53 / 13.03.2019
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი კვირეულით აღნიშნეს.
13 მარტს, კულტურის სამსახურის ინიციატივით, სტუდენტებმა ლიტერატურული ღონისძიება „ჩვენი სამშობლო“ გამართეს.
კვირეული სამეცნიერო-ისტორიული ფორუმით დაიწყო, სადაც მომხსენებლებმა პარლამენტარიზმის მნიშვნელობაზე და პირველ დემოკრატიულ არჩევნებზე ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტარიზმის კვირეული 14 მარტს, ანსამბლ ფოლკლორულ ანსამბლ „ვარძიის“ კონცერტით დასრულდება.