საზოგადოება
ახალციხეში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ ნინო რუხაძე აირჩიეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე აირჩია. ხმათა უმრავლესობით, პოზიციაზე "სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის" დირექტორი ნინო რუხაძე შეირჩა.

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 26 წევრისგან შედგება. მასში ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლები, კულტურის და განათლების სფეროს წევრები ერთიანდებიან.

საბჭოს შექმნის მიზანი, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდაა.
| Print |