საზოგადოება
ტაბიძის ქუჩაზე გველი შენიშნეს
ახალციხეში, ტაბიძის ქუჩაზე, მოსახლეობამ დღეს გველი შენიშნა. ქვეწარმავალი ორმა მოზარდმა მოკლა. აღწერილობის გამო ადგილობრივები შიშობენ, რომ გველი შხამიანი იყო.

,,ეს არ არის პირველი შემთხვევა და დარწმუნებულები ვართ, რომ არც ბოლო იქნება. ჩვენი დასახლება მდინარესთან ახლოს მდებარეობს, ვფიქრობთ, რომ განსაკუთრებით ამ პერიოდში საფრთხე გვემუქრება. ბავშვები გარეთ თამაშობენ... მეზობლები ამბობენ, რომ გველი შხამიანია. იქნებ ვინმემ მოგვაქციოს ყურადღება",– ამბობს ტაბიძის ქუჩის მკვიდრი ლამარა ანტონიანი.

| Print |