საზოგადოება
რეგიონში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა დარღვევების დაფიქსირება დაიწყეს


ორი დღეა, სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ნომრის ამომცნობი და ზოგადი ხედვის ვიდეოკამერების ჯარიმები მიიღეს. დაჯარიმდნენ როგორც სიჩქარის გადაჭარბებისთვის, ისე ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო. მძღოლების თქმით, ჯარიმები იმ ადგილებში დაუწერეს, სადაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევები აქამდე არ ფიქსირდებოდა.

„ახალციხეში ვიცოდით, რომ ცხრა აპრილთან მუშაობდა ვიდეოკამერა და ჯარიმებსაც მანდ წერდა. ვიდეოთვალი ბევრგან დგას, მაგრამ ჯარიმა არასდროს დაუწერიათ. როგორც მითხრეს, აქამდე გამორთული იყო და ახლა ჩაირთო“, - გვითხრეს მძღოლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ხვალ მოგვაწვდიან.

უწყების მონაცემებით, 2020 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში, სამცხე-ჯავახეთში ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერები დამონტაჟდა. ადიგენში 3, ბაკურიანში 14, ახალქალაქში 9. ამის გარდა, ახალქალაქში 13 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერაც განთავსდა.

2019 წლის განმავლობაში, რეგიონში ნომრის ამომცნობი ვიდეოკამერები დამონტაჟდა ბორჯომში 4, ნინოწმინდაში 10, ადიგენში 14, ახალციხეში 2, ასპინძაში 5, რაც შეეხება ზოგადი ხედვის ვიდეოკამერებს - ახალციხეში 30, ადიგენში 8, ბორჯომში 3, ასპინძაში 4, ახალქალაქში 8, ნინოწმინდაში 4.

რეგიონში არის ერთი წერტილოვანი რადარი. ე.წ. "ჭკვიანი კამერები" ახალქალაქში 2018 წლის დეკემბერში, ბორჯომსა და ახალციხეში კი 2019 წლის იანვარში დაამონტაჟეს.

ამავე თემაზე: 
| Print |