საზოგადოება
ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ
ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. მგზავრთა ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 30-მდე პირი გადაადგილდებოდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება.

ბაკურიანში, მიტარბის გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი ერთ-ერთი დამსვენებლის ინფორმაციით, მაშველებს ევაკუაცია ჯერ არ დაუწყიათ.

ინფორმაციისთვის, ბაკურიანში, მიტარბის საბაგირო დაახლოებით 16:30 სთ-თვის გაჩერდა. 

| Print |