საზოგადოება
ახალციხეში "ეროვნული თანხმობის დეკლარაციის" შესახებ შეხვედრა გაიმართა

დღეს, 13 დეკემბერს საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის და ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" გუნდმა, პროექტის "ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის" ფარგლებში, ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა პროექტსა და პროექტის ფარგლებში შექმნილი "ეროვნული თანხმობის დეკლარაციის" მიზნებზე და მისი პუნქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

პროექტის მიზანი საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაა.

აღნიშნული პროექტი საქართველოში აშშ -ს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
| Print |