საზოგადოება
დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. ამ დღესთან დაკავშირებით ახალციხეში დილიდან სხვადასხვა სახის აქტივობები იმართება.

დღეს, დღის განმავლობაში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე მოეწყობა გამოფენები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები.

საღამოს კი დასკვნითი კონცერტი გაიმართება. ახალციხელებისთვის ანსამბლი „გორდელა“, ოთო ნემსაძე და ბენდი იმღერებენ.
| Print |