საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებისთვის კონკურსი ცხადდება
ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, CENN აცხადებს კონკურსს 18-30 წლის ახალგაზრდებისათვის ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან სამოქალაქო მონაწილეობის 6-თვიან სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

სამოქალაქო მონაწილეობის სასწავლო პროგრამის მიზანია, მხარდაჭერა გამოუცხადოს ახალგაზრდებს ადგილობრივ დონეზე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევაში.

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გადამზადდებიან სხვადასხვა მიმართულებით როგორიცაა, პროექტების წერა, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება, ადვოკატირება, რესურსების მობილიზება და სხვა. ისინი იმუშავებენ მენტორებთან და ექსპერტებთან ერთად და შეიმუშავებენ პროექტებს.

პროგრამა შედგება 4 ნაწილისაგან:
  • სამოქალაქო განათლების ბანაკი;
  • მენტორინგი: სექტემბერი-ოქტომბერი;
  • პროექტების დაფინანსება და განხორციელება;
  • შემაჯამებელი ვორქშოფი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული და მოტივირებული არიან, აქტიურად იმუშაონ ადგილობრივ დონეზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე.

პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 3 ივლისი, 00:00 სთ. საკონკურსო აპლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.

| Print |
თეგები: კონკურსი / სენი /