საზოგადოება
მიწის მასის 90 % გადამოწმებულია - შსს
შოვში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ამ დროისთვის, შოვში, შვიდ პირს ეძებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

„ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრის, მიწის მასის 90 % გადამოწმებულია" - აცხადებენ სამინისტროში. შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი.
| Print |