საზოგადოება
საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება
მოქალაქეების მიერ დაგროვილი საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი იცვლება. დაგროვებითი პენსიის პროგრამის მონაწილეები თავად გადაწყვეტენ, 2019 წლიდან დღემდე დაგროვებული თანხა რა რისკის მატარებელ პორტფელებში დააბანდონ.

აქამდე დანაზოგის დიდი ნაწილი ბანკების დეპოზიტებზე და სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში იყო განთავსებული. ახლა კი მოქალაქეების კუთვნილი თანხები, მათი სურვილის შემთხვევაში, სამი სახის პორტფელში გადანაწილდება. საუბარია მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებზე, რომლებიც რისკთან ერთად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეებს, გარკვეულ სარგებელსაც მოუტანს.
| Print |