საზოგადოება
სტიქიით დაზარალებული ადიგენი
სეტყვა ადიგენში - სტიქიამ რამდენიმე სოფელში გაანადგურა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, დაზიანებულია ავტომობილები, სახლის სახურავები. მოსავლის გარეშე დარჩენილები დახმარებას ითხოვენ, საპასუხოდ კი, ხელისუფლება ადგილობრივებს მოსავლის დაზღვევას ურჩევს. 

ძლიერმა სეტყვამ ადიგენის 7 სოფელი დააზარალა - სმადა, ჩორჩანი, გორგული, იმერთუბანი და დაბა ადიგენი. სტიქია დაახლოებით ათ წუთს გაგრძელდა. პირველადი მონაცემებით, ზარალმა 300 ათას ლარს გადააჭარბა. ადიგენის მერიაში განმარტავენ, რომ მათ მხოლოდ იმ დაზარალებულთა დახმარება შეუძლიათ, ვისაც სახურავი ან სხვა სახის ინფრასტრუქტურა დაუზიანდათ. ადიგენის სოფლები წელს მეოთხედ დაისეტყვა, მხოლოდ ფერმერებს მილიონ ლარზე მეტი ზარალი მიადგათ.
| Print |
თეგები: ადიგენი / სეტყვა /