საზოგადოება
"ეს არის დაგეგმილი ქონების წართმევა, რომელშიც ბევრი მაღალჩინოსანია ჩართული" - ახალციხის ავტოსადგური დალუქეს

ახალციხის ავტოსადგურზე მხარეებს შორის დაპირისპირება გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცველებმა შპს "მგზავრის" წარმომადგენლებს იძულებით დაატოვებინეს შენობა და მეწილეების წარმომადგენელი, ნატალია ჩიხლაძე პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მისი თქმით, გაცემულია მისი დაკავების ორდერი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ავტოსადგურზე მეიჯარეებსა და მოიჯარეს შორის დაპირისპირება გუშინ, 5 სექტემბერს დაიწყო.

შპს "მგზავრის" ინფორმაციით, მოიჯარეს შპს "ვიპ ტრანსს" სამი თვეა არ გადაუხდია იჯარის თანხა, კანონის მიხედვით კი სამი თვის შემდეგ მფლობელებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება. აღნიშნულის შედეგად შპს "მგზავრის" 15-მა მეწილემ შეადგინა შესაბამისი ოქმი და შპს "ვიპ ტრანსს" შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარემ შენობის დატოვებაზე უარს აცხადებს

მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსის" დირექტორი არტაშ პეტროსიანი კი აცხადებს, რომ მეწილეები და ადმინისტრაცია არ აძლევდა სრულყოფილად მუშაობის საშუალებას, ამის გამო კი თავს დაზარალებულად ცნობს და მეწილეებს სასამართლოში უჩივის.
| Print |