საზოგადოება
ახალციხეში ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოპოვების შესახებ იმსჯელეს

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მოლოდინზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

შეხვედრა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის (რონდელის) ფონდის ორგანიზებით გაიმართა.

დისკუსიას ექსპერტები: კახა გოგოლაშვილი და ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი უძღვებოდნენ.

სპიკერებმა ახალგაზრდებთან ერთად განიხილეს საკითხები:

  • რა გაკეთდა და რა დარჩა გასაკეთებელი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან
  • ვინ უწევს მონიტორინგს ამ პროცესს
  • როგორია მთავრობის, სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის პოზიციები
  • რა საშინაო თუ საგარეო გამოწვევების წინაშეა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე
  • რა მოლოდინები არსებობს ამ ეტაპზე და როგორია კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები.
| Print |