საზოგადოება
ადიგენში დაბის დღესასწაული პირველად აღინიშნა
პირველად ადიგენში, 30 სექტემბერს დაბის დღესასწაული აღინიშნა. მუნიციპალიტეტისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სპორტული აქტივობებით დაიწყო. დაბა ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე ფეხბურთში ნიაზ ჩირგაძის სახელობის ჩემპიონატის ფინალური თამაში გაიმართა. ერთმანეთს ბოლაჯურისა და გორგულის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ბოლაჯურის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
„ადიგენობა 2023“ - დაბა ადიგენის ცენტრალური პარკის მიმდებარედ გაგრძელდა. ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები მკლავჭიდში, ძიუდოსა და ჭიდაობაში. დღესვე, ფეხბურთში გამარჯვებულ გუნდს და სპორტსმენებს ადიგენის მერიისაგან თასები და მედლები გადაეცათ.
ადიგენის პარკში ასევე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, სადეგუსტაციო და საბავშვო-გასართობი კუთხეები, დრამერების მსვლელობა.
დღესვე გამოვლინდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით დაიწყო და ესტრადის ვარსკვლავების ანრი ჯოხაძისა და ნინი ბადურაშვილის გალა კონცერტით დასრულდა.
| Print |
თეგები: ადიგენობა /