საზოგადოება
"ძალიან იშვიათი მოვლენაა ჩვენი განედებისთვის" - აბასთუმნის ობსერვატორიაში ჩრდილოეთის ციალზე საუბრობენ

6 ნოემბრის ღამეს, საქართველოს ცა ჩრდილოეთის მიმართულებით წითლად შეიღება. საზოგადოებაში ფაქტს თავდაპირველად დიდი დაბნეულობა მოჰყვა. სოციალურ ქსელებში გამოჩნდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ცა ძლიერ კაშკაშა წითლად მოჩანდა.

ახლა უკვე დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მოვლენა ჩრდილოეთის ციალი იყო. მოვლენა მოჩანდა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც. ჩრდილოეთის პოლარული ციალის საქართველოდან გამოჩენა იშვიათი შემთხვევაა და შეიძლება ითქვას, აქამდე აღრიცხული არც ყოფილა.

რა იწვევს პოლარულ ციალს? რა ფენომენია? ძირითადად საიდან ჩანს და რატომ გამოჩნდა ის საქართველოდან? - ამ თემაზე აბასთუმნის ობსერვატორიის ასტრონომები "მეცხრე არხთან" საუბრობენ.
| Print |