საზოგადოება
ირაკლი ერეკლიშვილი გარდაიცვალა
ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და ახალციხის მერობის ყოფილი კანდიდატი, ირაკლი ერეკლიშვილი გარდაიცვალა.

ერეკლიშვილს 7 წლის განმავლობაში თირკმლის ქრონიკული დაავადების მეხუთე სტადია ჰქონდა და ამ ხნის მანძილზე თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე (დიალეზზე) იმყოფებოდა.

ირაკლი ერეკლიშვილი 2005-2012 წლებში ნინოწმინდის საბაჟო გამშვები პუნქტის ხელმძღვანელი იყო, 2016 წელს კი ქალაქ ახალციხის მერობის კანდიდატი გახლდათ.

ერეკლიშვილს კვირას, 12 ნოემბერს, 14:00 საათზე დაკრძალავენ.
| Print |