საზოგადოება
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ბათუმი-ახალციხის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"რთული მეტეოროლოგიური პირობების და დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა"
–ნათქვამია განცხადებაში.
| Print |