საზოგადოება
როდის აღდგება ახალციხეში წყალმომარაგება?
25 ნოემბრის საღამოდან ახალციხის მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზი ურაველის სათავე ნაგებობაზე, ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება გახდა.

როგორც "მეცხრე არხს" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განუცხადეს, აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და ქალაქის წყალმომარაგება დღეს, 27 ნოემბერს, 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

ამ დროისთვის ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე წყლის მიწოდება უკვე აღდგენილია.
| Print |