საზოგადოება
რამდენი ადამიანია ამ დროისთვის საპენსიო სქემის მაღალრისკიან პორტფელში?
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, გიორგი ჭიჭინაძის განცხადებით, ამ დროისთვის საპენსიო სქემის ყველაზე ბევრი, 900 ათას მონაწილეზე მეტი მაღალრისკიან პორტფელშია.

თუმცა, მისივე განმარტებით, 3 იანვრიდან ყველაზე დიდი პორტფელი იქნება დაბალრისკიანი, რადგან ბევრ ადამიანს თავისი არჩევანი არ დაუფიქსირებია, რის გამოც ისინი, კანონში შესული ცვლილების თანახმად, დაბალრისკიან პორტფელში გადავლენ.

ჭიჭინაძის თქმითვე, ამ დროისთვის პორტფელი 20 ათასმა ადამიანმა შეცვალა.

„კანონში განხორციელდა ცვლილებები და 2024 წლის 3 იანვრიდან საპენსიო სააგენტო მზადაა უზრუნველყოს, რომ ყველა ის მონაწილე, რომელსაც არ მიუღია გადაწყვეტილება აერჩია პორტფელი, გადავა დაბალრისკიან, კონსერვატიულ პორტფელში. მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ, რომელ პორტფელში გადავლენ. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ იუსტიციის სახლთან გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი და მონაწილეს თავისი გადაწყვეტილების დაფიქსირება ელექტრონულადაც შეეძლებათ“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძის თქმით, საკითხთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტო პიარკამპანიისთვის ემზადება.
| Print |