საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის პარტიის ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.

,,სამი წლის შემდეგ, ჩემივე ინიციატივით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით პოლიტიკურ ცხოვრებას ვუბრუნდები - პოლიტიკაში თანამდებობისთვის არ მოვსულვარ" - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ყრილობაზე განაცხადა.

ივანიშვილმა საკუთარ გამოსვლაში გაიხსენა მისი პოლიტიკაში მოსვლის, შემდეგ კი წასვლის პირველი გადაწყვეტილება და ამის მიზეზები.

,,პირველად, 2018 წელს მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება. გავიხსენებ ევროკავშირის ყოფილი ელჩის სიტყვებს, ელჩმა, რომელთან ოჯახებით ვმეგობრობდი, მითხრა, რომ არ დავბრუნებულიყავი ერთი თვე, არაფერი დარჩებოდა მმართველი პარტიიდანო.

ეს კარგად ვიცოდი, თუმცა ელჩის ნათქვამით გავიაზრე, რომ რაც მე დავინახე და შევაფასე, გარედანაც კარგი ჩანდა. მაშინ, ჩემი მისია შევასრულე, გუნდი თავიდან დავალაგეთ, სისტემა ავაწყვეთ და ამის შემდეგ მეორედ გავედი პოლიტიკიდან, საპენსიო ასაკმაც მომიწია და საპატიო მიზეზი მქონდა.

ერთადერთი, რისი გათვლაც არ შემეძლო, იყო ქვეყნის და გუნდის ღალატი, რომელიც პოლიტიკიდან ჩემი დისტანცირებიდან ერთ თვეში გიორგი გახარიამ იკადრა"
- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულის შემდეგ მოუწია მრჩევლის ფუნქცია ეტვირთა.
| Print |