საზოგადოება
საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო - თავდაცვის მინისტრი
თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო დროშის დღეს ულოცავს. მინისტრის შეფასებით, საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო.

„სახელმწიფო დროშის დღეს ვულოცავ ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს! საქართველოს ხუთჯვრიანი ეროვნული დროშა არის ჩვენი ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო. ამ დღეს, განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს საამაყო სამხედროებს, რომლებიც მუდამ მზად არიან სიცოცხლის ფასად დაიცვან სამშობლო, მისი ეროვნული დროშა და ღირსება. ჩვენს სამშობლოს ვუსურვებ მშვიდობას, ეროვნულ სიმტკიცეს და წარმატებებს“, - აღნიშნავს ჯუანშერ ბურჭულაძე.

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, გამოცხადდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს დროშა არის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო.

,,ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი, დიდი, ძლიერი ერთიანობა" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ძალიან დიდხანს, ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის პატივსაცემი და ჩვენთვის წარმოადგენდეს სწორედ ამ ხვალინდელი დღის იმედს. დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის. დროშა არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლაში.
| Print |