საზოგადოება
უხვ ნალექს ემატება ძლიერი ქარი და ინამქრება გზები - ბესიკ ამირანაშვილი
უამინდობისა და და ძლიერი ქარბუქის გამო, ახალქალაქი–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მანქანების ნაწილი თოვლშია ჩარჩენილი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალქალაქის მერია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. რთული ვითარებაა სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.

,,ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე გადაადგილების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო სამუშაო პროცესი რთულდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისაგან.

ქალაქში კი, სადაც გადაადგილება თავისუფალია, გთხოვთ, იმოძრავეთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილეთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს",
– ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |