საზოგადოება
17–19 თებერვალს, ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვალს საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +1, +6, აღმოსავლეთ საქართველოში -2, +3 გრადუსი იქნება. დედაქალაქში მცირე თოვლია მოსალოდნელი.

უამინდობა ნარჩუნდება 14 – 16 თებერვალსაც. ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში -1 , +4 გრადუსი იქნება.

17 – 19 თებერვალს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. 18 – 19 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის საათებში შედარებით დათბება.


| Print |