საზოგადოება
ახალციხის პრობლემებზე ახალგაზრდებმა ქალაქის მერთან ისაუბრეს
დაზიანებული გზები, მაწანწალა ძაღლები, საქალაქო ტრანსპორტი, დასუფთავების საკითხი და შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო – ახალციხის პრობლემები ახალგაზრდებმა თვითმმართველობის პირველ პირთან ერთად განიხილეს. პროგრამა ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის" მონაწილეებს, ვლადიმერ ზედგინიძემ ადმინისტრაციულ შენობაში უმასპინძლა. შეხვედრის ორგანიზატორი ა/ო ,,დემოკრატ მესხთა კავშირი" იყო.

ქალაქის პირველი პირი ახალგაზრდებს ყველა პრობლემის 2017 წელსვე გადაჭრას არ დაპირდა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხებს მომავალში გაითვალისწინებს.

ახალციხის მერის თქმით, მიმდინარე წელს ახალციხის ქუჩების ორმული შეკეთება, გარე განათების ქსელის გაფართოვება და მოსაცდელების მოწესრიგებაა დაგეგმილი.

| Print |