საზოგადოება
მესხური დარბაზები – ორსაუკუნოვანი ენერგოეფექტური საცხოვრებლები სოფელ საროდან
საროში ყველაზე დიდი და უკეთ შემორჩენილი მესხური დარბაზი, ასპანიძე–ფანასკერტელებს ეკუთვნით. ორი საუკუნის წინ აშენებული სახლი, ენერგოეფექტური საცხოვრებლის საუკეთესო მაგალითია. მესხური დარბაზები, რომელიც მხოლოდ სამცხე–ჯავახეთისთვის არის დამახასიათებელი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილია. მიწურ სახლებში საჭირო ტემპერატურის შენარჩუნებას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს.

მესხეთში, მიწური სახლები კლიმატურ პირობებს იყო მორგებული. ამ კუთხის კიდევ ერთი პრობლემა, ალპურ ზონაში საშეშე მერქნის მოპოვება იყო. ამიტომ ადგილობრივები საწვავად წივას – გამომშრალ ნაკელს იყენებდნენ.

| Print |