საზოგადოება
ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, ახალციხეში საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე ამ მიმართულებით შემუშავებული ეროვნული სტრატეგია და სამთავრობო სამოქმედო გეგმა განიხილეს.

მომხსენებლებმა განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დაცვაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე, გამოხატვის თავისუფლებასა და შრომით უფლებებზე გაამახვილეს.

შეხვედრას ძალოვანი უწყების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, კითხვები დასვეს.

შეხვედრა პროექტის ,,ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის" ფარგლებში, ,,დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

| Print |