საზოგადოება
სტუდენტებმა ახალციხის ქუჩებში ყვავილები დაარიგეს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა, ქალთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
სტუდენტებმა ახალციხის ცენტრალურ პარკსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალებს ყვავილები დაურიგეს. ახალგაზრდებს არც სხვადასხვა ობიექტებში დასაქმებული ქალები დავიწყებიათ.

მათი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა ყოველთვის ცდილობს, რომ მნიშვნელოვან დღეებს ღონისძიებებით გამოეხმაუროს.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა. მას შემდეგ რვა მარტი ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალურ დღესასწაულად იქცა.

| Print |