საზოგადოება
21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს
21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით, საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ქალაქში დღეს, 19 მარტს გამოიდარებს, თუმცა ხვალ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ისევ წვიმაა მოსალოდნელი.

გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე საქართველოს უმეტეს რაიონში 20-25 მეტრი წამში იქნება.

21 მარტიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.  27 მარტამდე საქართველოში, მათ შორის თბილისში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება. ტემპერატურა 20 გრადუსამდე აიწევს.
| Print |