საზოგადოება
ახალციხეში მზის საშრობები და კოლექტორები მოეწყო
20 მზის საშრობი, 13 თბოიზოლირებული შენობა, ამდენივე კოლექტორი და 80 ძირი ხის ნერგი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში დაირგო – ეს საზღვრისპირა თანამშრომლობის პროექტის შედეგია, რომელიც საქართველოსა და სომხეთში ხორციელდებოდა. 18 თვიანი საქმიანობის შედეგები, დაინტერესებულ პირებს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს.

თავდაპირველად, პროექტის ფარგლებში პრაქტიკული ტრენინგების ჩატარება იყო გათვალისწინებული, მაგრამ ბენეფიციარების ინტერესიდან გამომდინარე, ბიზნესკონსულტაციები დაემატა.

შეხვედრას პროექტის ბენეფიციარები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


| Print |