საზოგადოება
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართება
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბები საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავენ. პრემიერა ოჯახში ძალადობის თემაზე 1–ელ ივნისს მესხეთის თეატრში გაიმართება. სპექტაკლიდან შესული თანხა მთლიანად დავით გასიტაშვილის ოჯახს გადაერიცხება.

"სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბები ოჯახში ძალადობის შესახებ სპექტაკლზე მუშაობენ. რამდენიმე დღეში კი გაიმართება სპექტაკლის პრემიერა. ორგანიზატორების, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალგაზრდების ინიციატივით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაერიცხება სოფელ რუსთავთან ავტოავარიის დროს დაზარალებულ, დავით გასიტაშვილის ოჯახს!

სპექტაკლი გაიმართება 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მესხეთის თეატრში!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში"
– ნათქვამია განცხადებაში.

24 წლის დავით გასიტაშვილი 7 მაისს სოფელ რუსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რისვისაც ოჯახს შესაბამისი თანხები არ გააჩნია. ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით გასიტაშვილებმა საზოგადოებას 22 მაისს მიმართეს.

სამცხე–ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბები საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავენ. პრემიერა ოჯახში ძალადობის თემაზე 1–ელ ივნისს მესხეთის თეატრში გაიმართება. სპექტაკლიდან შესული თანხა მთლიანად დავით გასიტაშვილის ოჯახს გადაერიცხება.

 

“სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის ფარგლებში, სოფელ ურავლისა და სოფელ მუსხის სასკოლო კლუბები ოჯახში ძალადობის შესახებ სპექტაკლზე მუშაობენ. რამდენიმე დღეში კი გაიმართება სპექტაკლის პრემიერა.

ორგანიზატორების, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების პროგრამის და ახალგაზრდების ინიციატივით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა მთლიანად ჩაერიცხება სოფელ რუსთავთან ავტოავარიის დროს დაზარალებულ, დავით გასიტაშვილის ოჯახს!

 

სპექტაკლი გაიმართება 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს მესხეთის თეატრში!

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში” – ნათქვამია განცხადებაში.

 

24 წლის დავით გასიტაშვილი 7 მაისს სოფელ რუსთავთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. მას გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, რისვისაც ოჯახს შესაბამისი თანხები არ გააჩნია. ფინანსური მხარდაჭერის თხოვნით გასიტაშვილებმა საზოგადოებას 22 ივნისს მიმართეს.


| Print |