საზოგადოება
კარტოფილის ნათესები ამოთხრილი ხეების სანაცვლოდ
ათობით ხე ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მოთხარეს. მრავალწლიანი ნარგავები მიმდებარე ტერიტორიაზეა დასაწყობებული. მდინარე ფოცხოვის ნაპირზე, ახლა კატოფილია დათესილი.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ ტირიფების ამოძირკვა ტრაქტორმა დაახლოებით, ერთი თვის წინ დაიწყო. მათი ინფორმაციით, ერთ ჰექტარზე ვაშლის ბაღი უნდა გაშენდეს.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტსა და ეროვნულ სატყეო სააგენტოში ამბობენ, რომ ნაკვეთი კერძო ტერიტორიაა, ამიტომ ხის ჭრას ისინი ვერ არეგულირებენ. ხეების ამოძირკვაზე მეპატრონეს არც ქალაქის თვითმმართველობის ნებართვა დასჭირდა.



| Print |