საზოგადოება
წყალდიდობა ვარხანში – კადრები შემთხვევის ადგილიდან
უხვი ნალექის გამო, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარხანი დაიტბორა. მდინარის წყალი ადგილობრივებს საცხოვრებელ სახლებსა და საქონლის სადგომებში შეუვარდა. დახოცილია შინაური ფრინველი. დაზიანებულია ხიდები და გზები, დატბორილია ნათესები.

ვარხნის გარდა წყალდიდობამ აზარალა სოფელი აბასთუმანი, ბენარა, არალი და უნწა.

მძიმე ტექნიკა მუნიციპალიტეტში გვიანობამდე მუშაობდა. ადიგენს ტექნიკით დაეხმარა ახალციხის მუნიციპალიტეტი და საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო სამსახურმა მოახდინა. ორი პიროვნება წყალდიდობის გამო სახლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

| Print |